ჯო ბაიდენი თეთრ სახლში იორდანიის მეფეს შეხვდება

-ის პრეზიდენტი, თეთრ სახლში იორდანიის მეფეს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და იორდანიის მეფე, აბდულა ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკებებს გამართავენ, შემდეგ კი მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ღაზაში ომის დასრულება იქნება.
ცნობისთვის, ვაშინგტონში გამგზავრებამდე იორდანიის მეფემ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჰაერო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ