თანამდებობას ვტოვებთ, მაგრამ არა ბრძოლას, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ენდრიუსის ბაზაზე შეკრებილ მხარდამჭერებსა და თავისი ადმინისტრაციის წევრებს განუცხადა.
„გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. საინუგურაციო სიტყვა მოისმინეთ, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენს ქვეყანას კვლავ სჭირდებით“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ენდრიუსის სამხედრო ბაზიდან კალიფორნიაში გაემგზავრა.
