ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს – რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს სანდო გეგმის გარეშე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ს პრემიერ-მინისტრმა მ სატელეფონო საუბრის დროს მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და რაფაჰში ისრაელის ოპერაციის პერსპექტივა განიხილეს, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება დაუღალავად იმუშაოს მძევლების რაც შეიძლება მალე გათავისუფლების მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება და იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თეთრი სახლის ცნობით, რაფაჰთან დაკავშირებით, ბაიდენმა გაიმეორა მოსაზრება, რომ სამხედრო ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს სანდო გეგმის გარეშე, რომელიც რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს