ჯო ბაიდენი – ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს

ს გარდაცვალების გამო, ს წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ დამატებით სანქციებს განვიხილავთ, დიახ“, – უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ჯო ბაიდენმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე უარს ამბობენ.
მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ ნავალნის სიკვდილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებაზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ დარწმუნებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ