ჯო ბაიდენის განცხადებით, ფრენის გამო გადაღლილს დებატების დროს კინაღამ ჩაეძინა

-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ საპრეზიდენტო დებატებზე მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო, თუმცა მან, ამის მიზეზად, საზღვარგარეთ განხორციელებული ორი ვიზიტის დროს ფრენით გადაღლილობა დაასახელა.
„არ მქონდა საუკეთესო ღამე. გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა, 100-მდე დროის ზონის გავლით დებატებამდე. არ მოვუსმინე ჩემს შტაბს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის ახსნა“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ოფიციალური პირების მტკიცებით, ბაიდენი დებატების დროს გაციებული იყო, თუმცა, თავად პრეზიდენტს, ეს მიზეზი არ უხსენებია.
შეგახსენებთ, ივნისში საფრანგეთსა და იტალიაში იმყოფებოდა.