ჯორჯია მელონი – ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ დასავლეთის გაყოფის რისკი – გაერთიანებულ სამეფოს და იტალიას შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ხიდის მშენებლობაში

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, დასავლეთში განხეთქილების რისკის თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ დასავლეთის გაყოფის რისკი. ვფიქრობ, ამ მხრივ, გაერთიანებულ სამეფოს და იტალიას შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ხიდის მშენებლობაში“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, იტალია და გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან დაკავშირებით მსგავს მოსაზრებებს იზიარებენ და რომ მათ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის ხილვა სურთ.
„ჩვენ ყველა ძალიან ერთგული ვართ იმ მიზნის მიმართ, რომლის მიღწევაც ყველას გვსურს, ეს არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს