ჯორჯია მელონი – უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები

უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შეუძლებელია, თუ კიევს არ მიეცემა გარანტიები, რომ ქვეყანაში ხელახლა არ შეიჭრება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ რომში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საჭიროა ძალისხმევა ში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის საფუძველი ჩასაყრელად, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები, რომ ეს აღარ განმეორდება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს კონტექსტში უნდა განხორციელდეს.
„მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო სტრუქტურა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არც მყიფე იქნება და არც დროებითი, რათა აღარ იყოს რისკი იმისა, რომ ევროპა კვლავ შეიძლება ჩავარდეს ომის დრამაში. სხვა გადაწყვეტილებები, გულწრფელად რომ ვთქვათ, უფრო რთული და ნაკლებად ეფექტური მეჩვენება“, – აღნიშნა მელონიმ.