“მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე” – ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც CNN ავრცელებს.
აშშ-თან ურთიერთობებთან დაკავშირებით, მელონიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი მტკიცე რჩება“, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იტალია და გერმანია „ევროპის იმ ერებს შორის არიან, რომლებიც აშშ-თან პრივილეგირებულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ, ნაწილობრივს იმის წყალობით, რომ მათ ქვეყნებში ამერიკული ბაზებია“.




