„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
„ისნის რაიონში – ქეთევან დედოფლი გამზირს N1-63-მდე, ქეთევან დედოფლის მოედნის N2, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის ქუჩებს, რიყის პარკს, მეტეხის აღმართს, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, მუკუზანის, მაჭარის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის და დოლაბაურის 1-ელ, მე-2 და მე-3 ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით