– უკრაინის დახმარების შემდეგი პაკეტი უკანასკნელი იქნება, თუ კონგრესი არ იმოქმედებს

მიმდინარე თვის ბოლოს უკრაინისთვის დაგეგმილი დახმარების პაკეტი ბოლო იქნება, თუ კონგრესი დამატებით დახმარებას არ დაამტკიცებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ამ დრომდე მიწოდებული დახმარება არსებითი იყო რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება.
„ჩვენ კვლავ ვგეგმავთ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდებას მიმდინარე თვის ბოლოს. თუმცა, როდესაც ეს დასრულდება, რადგანაც აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება, დაგვჭირდება კონგრესის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედება“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო