ჯონ კირბი – რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულები ვართ

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მ განაცხადა.
„ჩვენ ამ ვიზიტით შეშფოთებულები არ ვართ. ის, რის შესახებაც შეშფოთებულები ვართ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
კირბიმ აღნიშნა, რომ შეშფოთება მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რომ ვიზიტი უკრაინელ ხალხზე მოახდენს გავლენას, არამედ იმითაც, რომ ამან შეიძლება კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე მოახდინოს გავლენა.
„არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უკრაინელ ხალხზე მოახდენს გავლენას, რადგან ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმებისთვის კვლავ გამოიყენება, არამედ იმიტომაც, რომ აქ შეიძლება იყოს გარკვეული ურთიერთგაგება, რამაც შეიძლება კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეას 18-19 ივნისს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 17 მაისს, როდესაც საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქისა და რეგიონების ქუჩებში, ფაქტობრივად, სახალხო რეფერენდუმი შედგა კონსტიტუციურ პროექტებთან დაკავშირებით