ჯონ კირბი – მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება

თეთრ სახლში აცხადებენ, ში საბრძოლო მოქმედებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გადამწყვეტი იქნება მისი თავდაცვისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
„მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მ.
მისი თქმით, რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება. ამავდროულად, ს ფედერაცია აგრძელებს დახმარების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების, მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. გარდა ამისა, რუსებმა ჩამოაყალიბეს დრონების და სხვა იარაღის სისტემების საკუთარი წარმოება.
ამ კონტექსტში კირბიმ აღნიშნა, რომ -ს ადმინისტრაცია უკრაინის გამარჯვების ერთგულია.
„ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს ამ შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ამისათვის ნუ დამსჯი – ამას ველაპარაკები და ამასაც თავდასხმად აღიქვამენ, თუ ეუბნები, რომ სამართლიანად მომეპყარი, თავდასხმაა

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, თქვენ რომ პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ, ასეთი არავის უქნია არასდროს – არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაეცით