ჯონ კირბი: ეჭვი არ მეპარება, რომ არჩევნები რუსეთში სასწაული კონკურენციის პირობებში ჩატარდება

ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთში 2024 წლის მარტისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო სასწაული რბოლა იქნება და ის ძლიერი კონკურენციის პირობებში ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას -ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა მ განაცხადა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ამ განცხადების შემდეგ კირბის გაეცინა.

ცნობისთვის, 7 დეკემბერს ს ფედერაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 17 მარტს გაიმართება. 8 დეკემბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინის კონკურენტების შესახებ არაფერია ცნობილი.

არჩევნებამდე დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ თუ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი ისევ გახდა, ეს არალეგიტიმური იქნება, რადგანაც ის პრეზიდენტად უკვე მე-5 ვადით იყრის კენჭს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა.