– დარწმუნებულები ვართ, რომ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელის წინადადებას ზუსტად ასახავს

დარწმუნებულები ვართ, რომ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელის წინადადებას ზუსტად ასახავს , – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების ისრაელის მიერ წარდგენილ ვერსიასა და ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ წინადადებას შორის განსხვავებები არსებობს, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი განსხვავებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„რაც შეეხება განსხვავებებს, არ ვიცი, რა განსხვავებებს გულისხმობთ. დარწმუნებულები ვართ, რომ [ბაიდენის სიტყვით გამოსვლა] [ისრაელის] წინადადებას ზუსტად ასახავს – წინადადებას, რომელზეც ჩვენ ისრაელელებთან ერთად ვიმუშავეთ, ასე რომ, არ ვიცი რა განსხვავებებზეა საუბარი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო