ჯონ კირბი – ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
„ორმა ლიდერმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება და მიზნობრივ ოპერაციებზე გადასვლა, რომელიც მზარდი ჰუმანიტარული დახმარების ჩასვლას, და „ჰამასსა“ და მის ხელმძღვანელობაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ზეწოლის შენარჩუნებას მისცემს საშუალებას“, – განაცხადა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ -ის პრეზიდენტი მიესალმა ს მთავრობის გადაწყვეტილებას აშდოდში მდებარე ისრაელის პორტის გავლით დაუშვას ღაზის სექტორში ფქვილის დიდი რაოდენობით შესვლა.
კირბიმ აღნიშნა, რომ მხარეები ასევე „ცალკე მუშაობენ ღაზაში საზღვაო გზით უფრო პირდაპირი მიწოდებების ვარიანტებზე“.
სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ასევე ახალი ინფორმაცია მოითხოვა გადასახადებით მიღებული ასობით მილიონი დოლარის შესახებ, რომლებსაც ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას არ გადასცემს.
კირბიმ აღნიშნა, რომ ეს თანხა ასევე წავა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის უსაფრთხოების ძალების ხელფასებში, რომლებთანაც ისრაელი თანამშრომლობს დასავლეთ სანაპიროზე ტერორიზმთან ბრძოლაში.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა კვირას უნდა გამართოს კენჭისყრა თვეების დაგვიანების შემდეგ აღნიშნული თანხების გადაცემასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად