ჯონ კირბი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ლიბანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები „ღრმად შემაშფოთებელია“

ისრაელის მიერ ლიბანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო თეთრი სახლი ღრმად შეშფოთებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა.
„ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებული თავდასხმები ღრმად შემაშფოთებელია, რადგან ისინი ამ კონფლიქტის ნაწილს არ წარმოადგენენ“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის სხვა ტერიტორიებზე გავრცელება არ სურს.
CNN-ის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე იერიში 34-ჯერ მიიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საინტერესო იქნება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები, სასესიო დარბაზში პირდაპირ დავინახავთ, რა დავალებები მოდის

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით – სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის – მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს