ჯონ კირბი: აშშ უკრაინას შეიარაღების კიდევ ერთ პარტიას მიაწვდის

აშშ ს მიაწვდის იარაღის კიდევ ერთ პარტიას, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის – იუწყება თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, .
“მომავალ დღეებში იხილავთ -ის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა დაამტკიცა. და ის, ცხადია, მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკრაინისთვის” – თქვა კირბიმ. მას არ დაუკონკრეტებია როდის აპირებს აშშ გამოაცხადოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, ან რა ტიპის იარაღი იქნება მასში გათვალისწინებული.
უკრაინა 27 დეკემბერს იუწყებოდა, რომ ვაშინგტონისგან დამატებით მიიღო 465 მილიონი დოლარი, ხოლო მსოფლიო ბანკისგან – 20 მილიონი დოლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად.
სააგენტო როიტერსი 20 დეკემბერს წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ ახლო მომავალში გეგმავს უკრაინას გამოუყოს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება. პაკეტში, სააგენტოს ცნობით, შევა საჰაერო თავდაცვის რაკეტები და საარტილერიო ჭურვები.
სახელმწიფო დეპარტამენტი მანამდე აცხადებდა, რომ ს ადმინისტრაცია აპირებს 20 იანვრამდე – პრეზიდენტად ს ინაუგურაციამდე – გამოყენოს ყველა საშუალება, რომელიც ს დასახმარებლადაა გამოყოფილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ „იმედია“, ისევე როგორც მეტწილად ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში