ჯონ კირბი: აშშ-ის დაზვერვა არ იყო ინფორმირებული „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის გეგმის შესახებ

აშშ-ის დაზვერვა არ იყო ინფორმირებული „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის გეგმაზე, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მოჰყვა new York times-ის მიერ მომზადებულ სტატიას, სადაც საუბარია, რომ ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ გაფრთხილება ერთი წლით ადრე მიიღო, თუმცა ის სათანადოდ არ შეაფასა.

„დაზვერვამ აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა ამ დოკუმენტებზე“, – აცხადებს კირბი.

კითხვაზე, წარმოადგენდა თუ არა 7 ოქტომბრის თავდასხმა ს დაზვერვის წარუმატებლობას, კირბიმ პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ისრაელს ექნება დრო, რომ გამოიძიოს, რა გაკეთდა არასწორად.