ჯონ კირბი – აშშ ეძებს გზებს უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გასაწევად

აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინელებისთვის სასწრაფო დახმარების გაწევის გზების ძიებას, როგორც ეს გასულ თვეში გააკეთა, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა.
“ჩვენ უკვე შემოვიღეთ გარკვეული გადაუდებელი ზომები. თქვენ ნახეთ, როგორ შეძლო პენტაგონმა მიეღო 300 მილიონი დოლარის მოცულობის გადაუდებელი დახმარების პაკეტი მათთვის. გავაგრძელებთ ძებნას და ვნახოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, – აღნიშნა კირბიმ.
კითხვაზე იმის შესახებ, არსებობს თუ არა ბოლო ვადა, რომლის შემდეგაც მთავრობა დაიწყებს მეტის გაკეთებას უკრაინის მხარდასაჭერად, კირბიმ აღნიშნა, რომ ეს ვადა დიდი ხანია დადგა, როდესაც პრეზიდენტმა კონგრესს დახმარების პაკეტით მიმართა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატაში კანონმდებლების უმოქმედობის გამო, უკრაინელი მეთაურები ადგილზე იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაზოგონ საბრძოლო მასალა პოზიციების შესანარჩუნებლად.

ასევე დაგაინტერესებთ