ჯონ ბასი კიევში ჩავიდა

კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი ჩავიდა. მას კიევში შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი დახვდა და ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ბრინკის თქმით, ჯონ ბასი უკრაინის მთავრობის წევრებსა და პარტნიორებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ბრძოლაში, ს უკანონო აგრესიის წინააღმდეგ.
ჯონ ბასი გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც შეერთებული შტატების ელჩად რამდენიმე ქვეყანაში მსახურობდა. სხვადასხვა წლებში ის მივლენილი იყო საქართველოში, ავღანეთსა და თურქეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე – ღიად ვგულშემატკივრობ, რომ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აღარ იყოს, თუ ასე არ მოხდა, გაგრძელდება მრავალრიცხოვანი პროტესტი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ იგივე კრიზისში იქნება

მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას