ჯონსონი: “თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ არჩევნები მოიპარა”

სოციალურ ქსელ “X”-ში ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი აზრით, 26 ოქტომბრის საპარლამენტი ს შედეგები გაყალბებულია.
“საქართველოდან წარმოქმნილი სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა. გვერდით ვუდგავარ ქართველ ხალხს მისი თავისუფლების, უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაში”, – დაწერა ბრიტანეთის ექსპრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.
უცხოელი ლიდერების ნაწილი “ქართულ ოცნებას” ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას. მათ შორისაა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი . თუმცა უცხოელი პოლიტიკოსების ნაწილი ეჭვით უყურებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს.
მსხვილი ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ შედეგებს და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე საუბრობენ.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის, თბილისის დროით, 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა: