ჯონსონი აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს ისრაელის დახმარების საკითხი. უკრაინა არ უხსენებია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი აპირებს ამ კვირაში კენჭისყრაზე დააყენოს სთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ ჯონსონმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ რესპუბლიკელებს კარგად ესმით ისრაელის მხარდაჭერის აუცილებლობა.
სპიკერს არაფერი უთქვამს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც ისრაელის და ტაივანის მხარდაჭერასთან ერთად ითვალისწინებს დემოკრატების მიერ კონტროლირებული სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებული 95-მილიარდიანი პაკეტი. მისთვის კენჭი ამ დრომდე არ უყრია წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან. მათი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებს მექსიკასთან საზღვრიდან მიგრაციის შესაჩერებლად გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას, ვიდრე ამას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს უკრაინის სამხედრო დახმარებასაც.
ABC News-ის ცნობით, სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესის ლიდერებს შორის 14 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას მიღწეულია კონსენსუსი, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დასახმარებლად სწრაფად მოქმედებაა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ