ჯოზეფ ბორელი – უკრაინელების ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს – თუ პუტინი შეძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, ყველანი ძალიან მაღალ ფასს გადავიხდით

უკრაინის ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ ს პრეზიდენტი, შეძლებს ში წარმატების მიღწევას, “ყველანი ძალიან მაღალ ფასს გადავიხდით”.
“უკრაინის წინააღმდეგ ომი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე. უკრაინელების ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს. ამას განიხილავდნენ დღეს წევრები და აბსოლუტური უმრავლესობით, მათ ჩათვალეს, რომ ეს ზუსტად [ასეა]. უკრაინის ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს. თუ პუტინი შეძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, ჩვენ ყველანი ძალიან მაღალ ფასს გადავიხდით, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება, რომლის გადაცემაც შეგვიძლია დღეს”, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეს არა მხოლოდ პუტინის ფართომასშტაბიანი ომის მე-1000 დღეა, არამედ მე-4000 დღეა ყირიმში რუსეთის შეჭრის მომენტიდან.
“მას შემდეგ, შესაძლოა, ჩვენ არ ვიყენებდით დროს ჩვენი [თავდაცვითი] შესაძლებლობების მოსამზადებლად. [გერმანიის თავდაცვის] მინისტრმა პისტორიუსმა სამართლიანად თქვა დღეს ეს.
2014 წლიდან დღემდე ევროპელებმა ჩუმი განიარაღების პროცესი გამოიარეს, სწრაფად არ აღადგინეს სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც მათ ევროკრიზისის შემდეგ დაკარგეს. მაგრამ დღეს ჩვენ ეს შესაძლებლობები უნდა აღვადგინოთ ერთად დგომით, გაბედული გადაწყვეტილებების მიღებით, უკრაინის ყველა შესაძლო საშუალებით დახმარების ვალდებულების აღებით; პუტინისთვის ძლიერი სიგნალის გაგზავნით, რომ ევროპა არ იქნება დაყოფილი და უკრაინის მხარდაჭერაზე არ იტყვის უარს,” – განაცხადა ბორელმა.