ჯოზეფ ბორელი – რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს, რისთვის ვართ მზად? – დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის – პუტინმა გადაწყვიტა ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე

ევროპარლამენტის ივნისში დაგეგმილი შეიძლება ისეთივე საბედისწერო იყოს, როგორც -ის საპრეზიდენტო არჩევნები , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
მისი თქმით, რაღაც უცნობის მიმართ ამომრჩევლის შიშმა, შესაძლოა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მიმართ მათი მხარდაჭერა განაპირობოს.
„მეშინია შიშის, მეშინია, რომ ევროპელები ხმას აძლევენ, რადგან ეშინიათ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შიში უცნობისა და გაურკვევლობის მიმართ წარმოქმნის ჰორმონს, რომელიც უსაფრთხოების რეაგირებას ითხოვს. ეს ფაქტია“, – განუცხადა ბორელმა Guardian-ს.
მისი თქმით, არსებობს შეშფოთების რეალური და აღქმული მიზეზები, მაგრამ მოუწოდა ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ სიტუაციის ნათელი ანალიზი.
„თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ვფიქრობ, ევროპული არჩევნები ისეთივე საშიში იქნება, როგორც აშშ-ის არჩევნები“, – აღნიშნა მან.
ბორელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ში ევროკავშირის არსებობა საფრთხეშია.
„შესაძლოა, ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა შევხედოთ საფრთხეს, რომელიც მოდის დიდი ძალისგან, რომელიც ემუქრება ჩვენს დემოკრატიას, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ თავად ევროპას და თუ ჩვენ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს უკრაინის ომში მოგების საშუალებას მისცემს. ანალოგიურად, თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას, რომელიც ხდება ღაზაში, ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ძალიან დაზიანდება“, – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ვლადიმერ გადაწყვიტა ომი საბოლოო გამარჯვებამდე გააგრძელოს.
„მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ს წარმატება დამოკიდებულია ბრძოლის ველზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოყვანაზე.
ამასთან, მათ ჰყავთ ყველაზე მეტი დაღუპული, მსხვერპლი ბრძოლის ველზე. ბორელმა აღნიშნა, რომ თებერვალში უკრაინის საზღვარზე 150 000 ადამიანი იყო თავმოყრილი, ახლა არის 450 000 – ანუ სამჯერ მეტი.
ამასთან, ბორელის თქმით, პუტინი შეცდა თავისი არმიის შესაძლებლობების შეფასებაში, შეცდა უკრაინის წინააღმდეგობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ნებასთან დაკავშირებით, ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერესთან დაკავშირებით. მაგრამ ის ისევ ისე ფიქრობს.
„ის კვლავ მზადაა იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, – აღნიშნა ბორელმა.