ჯოზეფ ბორელი – რაფაჰზე ისრაელის შეტევა დიდი რაოდენობით მსხვერპლს გამოიწვევს

რაფაჰზე ს შეტევა დიდი რაოდენობით მსხვერპლს გამოიწვევს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რაფაჰზე შეტევა ისევ დაიწყო, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნისა, ნეთანიაჰუს ყველა სთხოვს, რომ შეტევა არ განახორციელოს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ღაზაში უსაფრთხო ზონები არ არსებობს და შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპება.
„ვშიშობ, რომ ეს დიდი რაოდენობით მსხვერპლს, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, ისინი რას ამბობენ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა