ჯოზეფ ბორელი – მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს, მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ – გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უკრაინის დასახმარებლად “გაბედულ გადაწყვეტილებებს” ველი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“გუშინ რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიიტანა ზე ბარბაროსული თავდასხმებით მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს. მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ. დღეს, 22 აპრილის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მივწერე.
უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ. უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მივაწოდოთ, რათა რუსული რაკეტები ჩამოაგდონ, ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვან. უკრაინას “ხმელეთი-ჰაერი” სარაკეტო კომპლექსები სჭირდება. მიწოდებები ცვლილებას შეიტანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის…
გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი 22 აპრილის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების სთან და რუსტემ უმეროვთან საერთო შეხვედრაზე. ევროკავშირი უკრაინას ყველაფერს მიაწვდის, რაც საჭირო იქნება,” – წერს ბორელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა