ჯოზეფ ბორელი – იმედია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დავამტკიცებთ

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვისაუბრეთ ორმხრივი და ევროპული ჩარჩოებით საბრძოლო მასალის გაზრდის გზებზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ განაცხადა.
„ვუახლოვდებით ს ომის დაწყებიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს. დარწმუნებული ვარ, პუტინი საერთოდ არ ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ორი წლის შემდეგ მისი არმია კვლავ იბრძოლებდა. მაგრამ პუტინი აგრძელებს სამოქალაქო ობიექტებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, რათა შექმნას ადამიანური ტანჯვა მოსახლეობაში და გამოცადოს მათი გამძლეობა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი და ევროპული ჩარჩოებით საბრძოლო მასალის გაზრდის გზებზე“, – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, იმედი აქვს, ს წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებენ.
„ვისაუბრეთ სანქციების მე-13 პაკეტზე. იმედია, 24 თებერვლამდე დამტკიცდება. გავაგრძელეთ მსჯელობა ევროკავშირში იმობილიზებული რუსული აქტივების ინვესტიციით მიღებული არაჩვეულებრივი შემოსავლების გამოყენების შესახებ. მიზანი მათი უკრაინის რეკონსტრუქციაში გამოყენებაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სრული შეთანხმება ამ გადაწყვეტილების სრულად განსახორციელებლად. ჩვენ უკვე ვიცით სად არის ეს აქტივები და ვახორციელებთ მათ იდენტიფიცირებას და ბლოკირებას. მაგრამ ერთია იდენტიფიცირება და დაბლოკვა, მეორეა მისი კონფისკაცია და ევროკავშირის ბიუჯეტში გადარიცხვა“, – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ამ საკითხს მომავალ შეხვედრებზეც, მათ შორის, „დიდი ოცეულის“საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც, განიხილავენ.