ჯოზეფ ბორელი – თუ პუტინის ში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს – ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში

რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგ-პოსტში წერს.
ბორელის თქმით, თუ პუტინის ში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, განსაკუთრებით ევროპაში, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები კი ევროპამ უკვე ნახა საქართველოსა და მოლდოვაში ვნახეთ.
„ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. თუ ს რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის თავის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ აუცილებლად გააგრძელებს, განსაკუთრებით კი ევროპაში. ჩვენ ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები საქართველოსა და მოლდოვაში უკვე ვნახეთ. ევროპის გარდა, თუ ჩვენ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში ვერ დავეხმარებით, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელსაც გლობალურად ხელს ვუწყობდით, ჩამოინგრევა“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
მისივე თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ევროპისთვის გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო.
„როგორც პოლიტოლოგმა, ივან კრასტევმა რამდენიმე კვირის წინ მართებულად აღნიშნა დებატების დროს, რომელშიც მონაწილეობა მეც მივიღე, გაღვიძებასა და მოქმედებისთვის საწოლიდან წამოდგომას შორის განსხვავება არსებობს. როგორ ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიამ ევროპაში ბევრი გამოაღვიძა, მაგრამ ჯერ საწოლიდან არ წამომდგარან“, – აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს