ჯოზეფ ბორელი – ერთი რამ ნათელია – ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე

ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ერთი რამ ნათელია – ისრაელს არ შეიძლება ვეტოს უფლება ჰქონდეს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე.
გაერო აღიარებს და არაერთხელ უღიარებია პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება. არავის არ შეუძლია ამაზე ვეტოს დადება,” – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, ბორელი 22 იანვარს თავმჯდომარეობდა შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, და ასევე ს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები.