ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ – მხოლოდ აშშ-ზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ

ევროკავშირის ქვეყნებმა ს ანტისარაკეტო სისტემები უნდა გადასცენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კუნძულ კაპრიზე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენ Patriot-ები გვაქვს, ანტისარაკეტო სისიტემები გვაქვს. ჩვენ ისინი საწყობებიდან უნდა გამოვიტანოთ, სადაც ისინი ყოველი შემთხვევისთვისაა განთავსებული და უკრაინაში გავგზავნოთ, სადაც ომი მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო სისტემების გარეშე უკრაინის ელექტროსისტემა განადგურდება და ასევე, ევროპა მხოლოდ -ს არ უნდა დაეყრდნოს.
„ჩვენ მხოლოდ აშშ-ზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და იმის თქმა, რომ „აშშ ამას გააკეთებს“ შევწყვიტოთ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ