ჯოზეფ ბორელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.
ბორელის ინფორმაციით, საუბრის დროს მათ „გაიზიარეს შეშფოთება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ს საჰაერო თავდასხმების გაზრდის შესახებ“.
„შევთანხმდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით და საზენიტო რაკეტებით“, – წერს ბორელი X-ში.
მხარეებმა ასევე განიხილეს სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომების გაძლიერების გზები. „ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გაძლიერების გზები, ვინაიდან მესამე ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ევროპული ექსპორტით შეიძლება რუსეთში რეექსპორტი განხორციელდეს“, – წერს ბორელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს ან იუკნევიჩიანეს

გია ვოლსკი – არსებობს მთავარი ნაკარნახევი გეგმა ე.წ. ოპოზიციის მიმართ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს – დესტაბილიზაციაა პირველი ამოცანა, შემდეგ მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა