ჯოზეფ ბორელი – გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ისრაელ-პალესტინას კონტექსტში ბორელმა აღნიშნა, რომ ს საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო ინიციატივა განიხილა.
„ფეისალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ პრინცი ფეისალი 22 იანვარს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ომი სურს, რომელმაც უკანონო შეჭრა დაიწყო

ვახტანგ კაპანაძე – მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავენ – საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთთან, რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია