ჯოზეფ ბორელის განცხადება გვაფიქრებინებს, რომ საქართველოზე გარკვეული გარე ძალების დაკვეთით, მათი სრული კოორდინაციით მიმდინარეობს უხეში შეტევა

პარლამენტის დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას „საქართველოში უარესი სურათია, ვიდრე მოლდოვაში“ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცალკეული თანამდებობის პირების, მათ შორის ჯოზეფ ბორელის და გერმანიის ელჩის განცხადებები, საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაა, რასაც არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს.
მისივე თქმით, საქართველო ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფოა, იმ დემოკრატიული მაჩვენებლებით, რომლითაც იზომება ევროკავშირის წევრი ქვეყნებს დემოკრატიის ხარისხი.
„ცალკეული თანამდებობის პირების, მათ შორის ჯოზეფ ბორელის და გერმანიის ელჩის განცხადებები, საქართველოს შინაურ საქმეებში პირდაპირი და უხეში ჩარევაა, რასაც არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს, მათ შორის არც ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა. ბორელის განცხადება ღიმილის მომგვრელი და კომიკურია. ეს განცხადება მის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. სულ რაღაც ორი კვირის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა დემოკრატიის წინსვლის შესახებ ანგარიში, სადაც საქართველომ 32-ე ადგილი დაიკავა დემოკრატიის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.
ეს იმ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში და რეიტინგია, რომელსაც ბორელი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, უამრავი მაჩვენებელია, იგივე სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შესახებ, სასამართლო სისტემის ნდობის თაობაზე, კორუფციის კონტროლი, ადამიანების უფლებების დაცვა, სამოქალაქო უფლებები, პირადი თავისუფლებები და სხვა, რომელთა რეიტინგების მიხედვით საქართველო უსწრებს არა მარტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, მათ შორის მოლდოვას, არამედ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი. ფაქტობრივად ამ მაჩვენებლებით გამოდის, რომ საქართველო არის ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო.
იმ დემოკრატიული მაჩვენებლებით, რომლითაც იზომება ევროკავშირის წევრი ქვეყნებს დემოკრატიის ხარისხი. ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ საქართველოზე გარკვეული გარე ძალების დაკვეთით, მათი სრული კოორდინაციით, ორკესტრირებულად მიმდინარეობს უხეში შეტევა. არის მცდელობა, ზემოქმედება მოახდინონ ქართველ ხალხზე მათი არჩევანის შეცვლის მიზნით, რათა არჩევანი გააკეთონ არა მშვიდობის და სტაბილურობის სასარგებლოდ, არამედ ომისა და ნგრევის სასარგებლოდ. მათ ავიწყდებათ ერთი რამ – ქართველი ხალხი არის ძალიან ამაყი, თავდაჯერებული ერი, რომელმაც სამი ათასი წლის განმავლობაში აშენა სახელმწიფოებრიობა და გაუძლო არაერთ დამპყრობელს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი