“ნასაფი” გასვლაზე “ალ სადს” დაუზავდა (2:2), ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი B ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
“ნოვბაჰორმა” გასვლაზე 2:1 დაამარცხა “მუმბაი სიტი”. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა თომა ტაბატაძემ 75-ე წუთამდე ითამაშა. უზბეკურმა კლუბმა 13 ქულა მოაგროვა და D ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
1/8-ფინალის მოპოვების შესაძლებლობა აქვს გიორგი გველესიანის “პერსეპოლისს”, რომელიც დღეს “ალ დუჰაილს” უმასპინძლებს.
E ჯგუფში ირანულმა გუნდმა მეორე პოზიცია გაინაღდა და პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფებში საუკეთესო სამ მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს.