ჯინ შაჰინი და როჯერ უიკერი: “ქართული ოცნების“ მთავრობა მოქმედებს აგრესიულად ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის

25 ივნისს ამერიკელმა სენატორებმა – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და „-ის ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა როჯერ უიკერმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც ეხმაურებიან საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მათი საქმიანობის შესახებ „საეჭვო საკანონმდებლო საფუძვლით“ დეტალური ინფორმაციის მოთხოვნას:
„“ქართული ოცნების“ მთავრობა მოქმედებს აგრესიულად ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რაც ბელარუსში ლუკაშენკას რეჟიმს მოგვაგონებს.
სამოქალაქო საზოგადოებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის ჩარჩო ერთი მხრივ, უკანონოდ ჩანს, თუმცა აგრეთვე იმდენად მოცულობითია, რომ დანამდვილებით გამოიწვევს ამ მოთხოვნასთან შეუსაბამობას” – აცხადებენ სენატორები.
ჯინ შაჰინი და როჯერ უიკერი აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” “ოლიგარქ ს მიერ მართულად აღქმული” ქმედებების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების “საქმიანობის პარალიზება”. მათ მიერ განცხადებაში ჩამოთვლილი ორგანიზაციებია: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, მედიის განვითარების ფონდი და სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.
სენატორები აგრეთვე აღნიშნავენ:
“ამავდროულად, მიმდინარე კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა თავდასხმა პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დააპატიმრა და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე განაჩენი გამოუტანა რამდენიმე პროდემოკრატიულ ლიდერს”.
ჯინ შაჰინი და როჯერ უიკერი მხარდაჭერას უცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და თვლიან, რომ ხელი უნდა შეეწყოს MEGOBARI აქტის მაქსიმალურად სწრაფად წინსვლას:
„მარტივად რომ ითქვას, დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა აღიქვამდნენ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ, კრემლის პროპაგანდასთან მებრძოლ, კორუფციასთან მებრძოლ და ქალებისა და ახალგაზრდობის მხარდამჭერ ორგანიზაციებს. როგორც ეს ჯგუფები დაიცავენ საქართველოს მოქალაქეებისა და მამხილებლების პერსონალურ ინფორმაციას ხელისუფლების წვდომისგან, ზუსტად ისე გამოვიყენებთ ჩვენს ხმასა და კანონმდებლობას მათ გვერდით დგომისთვის. ამისთვის, მხარს ვუჭერთ ორპარტიული „მეგობარი აქტის“ წინსვლას მაქსიმალურად მალე, რის საშუალებასაც სენატის კალენდარი მოგვცემს“ – აცხადებენ ამერიკელი სენატორები.
18 ივნისიდან დღემდე ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო სასამართლოს განჩინება, რომელსაც საფუძვლად ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა უდევს. არასამთვრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათ სთხოვენ გრანტების ფარგლებში დადებულ ყველა ტიპის დოკუმენტთან დაკავშირებულ „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“. მათ შორის:
· თანხების გაცემის გრაფიკს;
· მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას – ყველანაირი დეტალის მითითებით;
· მიღება-ჩაბარების აქტებს;
· ხელფასის უწყისებს;
· ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას – საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;
· მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
· დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
„ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური, რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“, – ასე შეაფასეს ორგანიზაციებმა 18 ივნისს, მიღებული მოთხოვნები.
„ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას“, – თქვა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“, – განაცხადა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს