ჯიმ რიში – 17 წლის წინ ამ დღეს, რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ამის მიუხედავად ქართველი ხალხი აგრძელებს თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში

17 წლის წინ ამ დღეს ს ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ამის მიუხედავად ქართველი ხალხი აგრძელებს თავისი თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში,- ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.
“17 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ. დღემდე რუსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას ახდენს. ამ აგრესიის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა უარი თქვა რუსულ ჩარევასთან დათანხმებაზე და აგრძელებს თავისი თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას. კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში”, – წერს რიში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია