ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი

ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი
ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა სენატორმა ჯიმ რიშმა, უნივერსალური წინადადება თქვა. კონკრეტულად მისი კრიტიკა ხომ გახსოვთ, მათ შორის ამერიკულ კანონზე, მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე და ა.შ.. ეს ადამიანი დღეს ამბობს: “ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?” ზუსტად იმავეს ჩვენ ვამბობდით, ორი სიმართლე ხომ არ არსებობს? ბანალურ ჭეშმარიტებამდე დავდივართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც ეუბნებიან, რომ ის, რაც სხვა ქვეყნისთვის აუცილებელია, დაუშვებელია საქართველოში.
“თუ გამჭვირვალობა არის ის აქტუალური თემა, რომელსაც მიყოლა სჭირდება და თანხების გამჭვირვალობა პრიორიტეტია, ეს საჭიროა ქვეყნისთვის და ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა -ში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში?! ჩემი აზრით, ქართველს, რომელსაც ეუბნებიან, რომ ის, რაც ჩემს ქვეყანაში არის აუცილებლობა, ის დაუშვებელია შენს ქვეყანაში სახელმწიფოებრივად – ეს ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფაა.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არგუმენტების ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საქართველოში დაუშვებელი გამჭვირვალობა, იმაშიც გამოიხატება, რომ ამ ყველაფერს “რუსულს” უწოდებენ. მდინარაძე სვამს კითხვას, აშშ-ში სახელმწიფოებრივ საკითხად მიჩნეული თანხების გამჭვირვალობა საქართველოში რატომ არის რუსული საქციელი. “ისინი ამბობენ, რომ ეს ქცევა არის რუსული, ეს ყველაფერი არის რუსული, უფრო მეტი და მყარი არგუმენტი მათ არ უთქვამთ.
ასე ზოგადად, აშორებს [ევროპას], რუსულია – რატომ აშორებს? ამბობს კაცი [სენატორი რიში] ამერიკაში, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი. ამერიკაში რაც სახელმწიფოებრივია, საქართველოში რუსული რატომ არის?” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, აშშ-ის უნივერსიტეტებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დიდი ხანია მუშაობს, უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდნენ და გაამჟღავნონ თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს.
Previous: დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

ასევე დაგაინტერესებთ

როცა ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოს არის ევროპასთან, იმაზე კი არ უნდა იმსჯელო, ეს განცხადება სწორია თუ არა, არამედ უნდა დასვა კითხვა, რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ რაღაც ინტერესი არსებობს

ნანუაშვილი, ადამიანი, რომელიც ოდესღაც სახალხო დამცველი იყო და წესით ადამიანის უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ფაქტობრივად საუბრობს იმაზე, რომ სისხლისღვრის გზით უნდა შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება