ჯიმ რიშის სიტყვები კარგი გზამკვლევია ხელისუფლებისთვის და გამაფრთხილებელი გზავნილი ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, 26 მაისის წინ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას „აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს ყველა მომიტინგეს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს მოსმენას, დამნაშავეებს კი დააპატიმრებენ“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ჯიმ რიშის ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის კარგი გზამკვლევია, ოპოზიციისთვის კი გამაფრთხილებელი გზავნილი 26 მაისის წინ.
„სენატორმა ჯიმ რიშმა ამერიკელ ოპოზიციას მიმართა, რომ აშშ-ს პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს ყველა მომიტინგეს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს მოსმენას, დამნაშავეებს კი დააპატიმრებენ. ამ სიტყვებზე ალბათ ყველას გაგვახსენდა შემოდგომის აქციებზე ცეცხლწაკიდებული პოლიციელები. მივესალმებით კანონის უზენაესობას ამერიკაში, მაგრამ ეს ის სენატორია, „მეგობარი აქტი“ რომ შეგვიდგინა და გვითხრა, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, რადგან ოპოზიციას რევოლუციის საშუალებას არ აძლევთო.
ჯიმ რიში გმობს ჩვენს ქვეყანაში კანონის აღსრულებას, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში სწორედ კანონის აღსრულებისკენ მოუწოდებს პოლიციას. რაც მათივე მითითებით შესაძლებელია საქართველოში, ის მკაცრად არის აკრძალული ამერიკაში. საქართველოში ხელისუფლების დამხობისკენ აქეზებს ოპოზიციას და საკუთარ ოპოზიციას დაჭერით ემუქრება. მოკლედ, ისე აერია თავგზა დასავლეთს, ვეღარ ხვდებიან, რომ მათი ყოველი განცხადება ჩვენს შემთხვევაში, ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ჯიმ რიშის დღევანდელი სიტყვებიც კარგი გზამკვლევია ხელისუფლებისთვის და გამაფრთხილებელი გზავნილი ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, 26 მაისის წინ“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით