ჯიმ ო’ ბრაიენი – ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის – ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა

ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არ არის – ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად ინფორმირებულია, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა,- ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.
როგორც ო'ბრაიენმა განაცხადა, დასახელებული მიზეზი ნიშნავს იმას, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში“.
„კანონის განხილვებთან დაკავშირებით გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ აშშ-ში. იყო, ასევე, შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. მიზეზი, რის გამოც ადამიანმა შეიძლება უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა. თუმცა ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, რომ არ უნდა შეიცვალოს ის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“,- განაცხადა ო'ბრაიენმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „იყო ს მიმართ თხოვნა ჯეიმს ო'ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა“. მისი თქმით, შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს.
„იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას თავისი ახსნა და განმარტება ჰქონდა. ასევე იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე ინფორმაცია მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ“,- განაცხადა მ.