შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს.
„შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ვახო-მეგრელიშვილი-300x169.jpeg)