ჯიმ ო’ბრაიენი – თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება ექნება

თუ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ ს უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მათი „გადაუდებელი საჭიროების ადგილებში“ თავმოყრა იყო.
„თავდაპირველად ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი შეტევას ხარკოვის მახლობლად ახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფლება მიეცემა სამიზნეებს უფრო შორ დისტანციებზე მიაღწიოს“, – განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა.
ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ საზღვრებთან არსებული რუსული ობიექტების განადგურების გამო რუსეთი წინსვლის უნარს კარგავს.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი – აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება

თინა ხიდაშელი – ახლა გურამ კაშიამ რაც არ უნდა თქვას, არასოდეს არ დამავიწყდება ის გურამ კაშია, რომელიც „ათრია“ ხელისუფლებამ, მისმა მომხრეებმა სამკლავურის გამო და როგორ ვაჟკაცურად იდგა თანასწორობის სადარაჯოზე