ჯილდოც ასეთი უნდა – მეკარემ კარგი თამაშისთვის ოთხი შეკვრა კვერცხი მიიღო

ნორვეგიის „ბრიუნეში“ „ბოდი გლიმტთან“ მატჩში 24 წლის ნიდერლანდელი მეკარის იან დე ბურის (სიმაღლე 199 სმ) წარმატებული დებიუტი შედგა და მისი გარჯა სათანადოდ დააფასეს.
„ბრიუნემ“ ჩემპიონატის პირველ ტურში მეტოქეს 1:0 სძლია, დე ბურმა კი პენალტი მოიგერია, თავის გუნდში საუკეთესოდ აღიარეს და კომპანია Steinsland & Co-სგან ორიგინალური ჯილდოც მიიღო – ოთხი შეკვრა კვერცხი.
კარის დარაჯს პრიზის მიღებისას სიხარული არ გამოუხატავს. გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ თუ მან ასევე კარგად გააგრძელა თამაში, შეიძლება კვერცხების შესაწვავად ტაფაც გადასცენ.
დე ბური ნორვეგიის ელიტური ლიგის დებიუტანტ
„ბრიუნეში“ ახლახან გადავიდა, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 200 ათასი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში