ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა:
“დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, სად ვითამაშებთ და ვინ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები ჯგუფში. ახლა მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს. კარგად უნდა გვესმოდეს თუ როგორი ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, როგორი რთული გრაფიკი გვექნება კვიპროსზე და უნდა ვკონცენტრირდეთ ისეთ დეტალებზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. იმედი მაქვს, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება შეკრებისთვის და მაქსიმალური მოტივაციით, მობილიზებით, დისციპლინით, თავდადებითა და შრომისმოყვარეობით შევუდგებით საქმეს.”

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში