საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი ევრობასკეტზე მეოთხედფინალში გასულ 7 ნაკრების დამრიგებელთან ერთად ტურნირის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის.
FIBA თავის ოფიციალურ საიტზე გულშემატკივართა შორის გამოკითხვას ატარებს, თუ ვინ შეიძლება დასახელდეს ტურნირის საუკეთესო მენეჯერად.
სერბი სპეციალისტისთვის ხმის მიცემა FIBA-ს ოფიციალურ საიტზე ამ ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ.
ამჟამად გამოკითხვას დიდი უპირატესობით (43%) თურქების მწვრთნელი ერგინ ატამანი ლიდერობს. მეორე პოზიციაზე 15%-ით ბერძენთა დამრიგებელი ვასილის სპანულისია. რაც შეეხება ჯიკიჩს, ის 8%-ით 4-5-ე ადგილებს პოლონეთის მწვრთნელ იგორ მილიჩიჩთან იყოფს.
· ხვიჩა მაგარია! მაგის დროა ეხლა? მაქსიმალურად უნდა დავკონცენტრირდეთ ფინელებთან თამაშზე? ოქრო რომ ავიღოთ ევროზე, ისედაც ჯიკიჩი გამოდის საუკეთესო მწვრთნელი))
საქართველო – ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
“ჩვენ დავბრუნდებით” – ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
ორივე გუნდი გადახალისებული შემადგენლობით – საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს სერბეთს დაუპირისპირდება
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
“ბევრი რამ მომეწონა, თუმცა თამაში წავაგეთ” – რა თქვა ჯიკიჩმა დანიასთან მარცხის შემდეგ
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
