„ჯივიპი“ თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 722 მეტრი სიგრძის მოძველებული, კოროზირებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. პროექტში “ჯივიპი” 400 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
„თინათინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა პრიორიტეტულად, წყალარინების მოძველებულ ქსელზე დაზიანებების სიხშირიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა მისი შეცვლა. აღნიშნული ქსელი ემსახურება თინათინისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას, შესაბამისად მილზე დაზიანებები მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნიდა. ამ ეტაპზე თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მიმდინარეობს ბოლო ეტაპის საექსკავაციო სამუშაოები და ახალი ქსელის განშტოებების დაერთება ცენტრალურ მილზე. “ჯივიპი” აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტს დეკემბრის ბოლოს დაასრულებს და შედეგად, დიდ დიღომში, თინათინისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება”, – აცხადებს ვაკე საბურთალოს რაიონის საოპერაციო ცენტრის მენეჯერი თემო წითლიძე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ