ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა

ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორ კვირაში მეორედ, ჯიბუტის სანაპიროსთან ნავი, რომელსაც 77 ადამიანი გადაჰყავდა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ცნობისთვის, ორი კვირის წინ, ჯიბუტის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა