ჯეფრი საქსი: შეგვიძლია გვქონდეს 3+3 ფორმულა და თავიდან ავიცილოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პაიკად ყოფნა დასავლეთის თამაშში

ჯეფრი საქსი: შეგვიძლია გვქონდეს 3+3 ფორმულა და თავიდან ავიცილოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პაიკად ყოფნა დასავლეთის თამაშში
მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში გქონდეთ სიცხადე რეგიონში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობას, საქართველოსი, სომხეთისა და აზერბაიჯანის – ეს სამი ქვეყანა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მათ აქვთ უთანხმოებები, თუმცა, ერთად აღდგებიან და დაეცემიან, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, ჯეფრი საქსმა განაცხადა, მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
როგორც ჯეფრი საქსმა აღნიშნა, ეს სამი ქვეყანა ერთმანეთზეა დამოკიდებული და მათი როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის, ენერგო თუ სატრასპორტო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, სწორედ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კავშირი უზრუნველყოფს.
„ეს სამი ქვეყანა სრულიად ერთმანეთზეა დამოკიდებული მშვიდობასთან მიმართებით, ამ მშვიდობაზე კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია რეგიონის ფუნქციონირება თავისი შთამბეჭდავი ტურიზმით, უნიკალური ეკოლოგიით, სოფლის მეურნეობის არაჩვეულებრივი პროდუქტიულობით, ენერგო სექტორითა და სატრანსპორტო დაკავშირებულობით.
სამ ქვეყანას [საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი] შორის ომის, სამ ქვეყანას შორის მტრული ურთიერთობების არსებობის პირობებში, ფუნქციონირება შეუძლებელია და შემდეგ ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ცნობილი 3 + 3 კონცეფციის ფარგლებში უნდა გააფართოვოთ,“ – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
მან ყურადღება გაამახვილა 3+3 ფორმატზე და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რეგიონის სამ მსხვილ ქვეყანას – რუსეთს, თურქეთსა და ირანს, სამხრეთ კავკასია ახლა მიაჩნიათ მათი ეკონომიკური კეთილდღეობის საერთო, სასიცოცხლო ნაწილად და არა კონფლიქტის მიზეზად.
„სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან – სამი ცივილიზაციური ქვეყანა და დიდი ცივილიზაციები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან დიდი გამოცდილება აქვთ. თუმცა, ახლა სამხრეთ კავკასია მათივე ეკონომიკური კეთილდღეობის საერთო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილად აღიქმება და არა კონფლიქტის მიზეზად. ჩვენ არ ვართ იმ დროში, როდესაც რუსეთის იმპერია და ოსმალეთის იმპერია ერთმანეთს ეჯიბრებიან, ან როდესაც რუსეთის იმპერია და სპარსეთის იმპერია ერთმანეთს ებრძვიან. შეგვიძლია გვქონდეს 3+3 ფორმულა და თავიდან ავიცილოთ სამხრეთ კავკასიის პაიკად ყოფნა დასავლეთის თამაშში.“ – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით