ჯეფრი საქსი – საქართველოში ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, ამაში აშშ-ის ხელი აბსოლუტურად ნათელია

სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსმა ჯეფრი საქსმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ამერიკის ხელი ურევია.
„ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, ეს არ გამოვა, მაგრამ მიზანი რეგიონის დესტაბილიზაცია იყო. ამაში -ის ხელი აბსოლუტურად ნათელია“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
მან რუმინეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კიდევ ერთი უცნაური ეპიზოდი ვიხილეთ რუმინეთში. სადაც საპრეზიდენტო ს მეორე ტური გაიმართა და წამყვანი კანდიდატი აცხადებდა: „უნდა დავასრულოთ ომი სთან“ და რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნები გააუქმა ს ჩარევის ბრალდებით და კანდიდატმა, რომელიც მშვიდობისკენ მოუწოდებდა, არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლო“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა – აშშ-სთან ერთად შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად

ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე როჯერ უიკერი – საქართველო გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას