ჯერ ჯო ბაიდენი გვეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს

ჯერ გვეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას სახელწოდებით: „ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს – „ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი“.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გაფართოებაზე პირდაპირ უარს ამბობს ამერიკის პრეზიდენტი და დღეს უკვე იგივე ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც გაიმეორა, ბუკა პეტრიაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ არის წინააღმდეგი ნატოს გაფართოების.
„გადავავლე თვალი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას, სახელწოდებით: „ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!” – ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი. ყავის ჭიქის ფსკერზე თუ ღვინის ბოცის ნალექში – ყველგან, პუტინი გელანდება, იმ დონეზეც კი, რომ ღამით საოჯახო საწოლში გეშინია ცოლს „ვოვა“ არ დაუძახო – რა გაუსაძლისია ასეთი ყოველდღიურობა.
ამ დროს ჯერ ჯო ბაიდენი გეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს. მაგრამ მაინც და ჯიუტად: „ვინ ეკითხება რუსეთს!”. არც არავინ – ბაიდენს ჰკითხეთ ან ოსტინს. ოღონდ პასუხი მერე ჩვენც გაგვაგებინეთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს

ატლანტიკური საბჭოს კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს, შესაბამისად მაშინ, როცა საქართველოს რეფორმებზე ესაუბრებიან, ამ დროს ქვეყანა უკვე უსწრებს ყველა ამ მონაცემებით სხვებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც და არსებულის გაუმჯობესებაზე საუბრობს