ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ. ახლა კი – აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო

ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ. ახლა კი – აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო
„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი ოპოზიციის რიტორიკის ცვლილებას აფასებს. ქადაგიძე იხსენებს რუსეთთან მიმართებით ოპოზიციის განცხადებებსაც და აღნიშნავს, რომ რუსოფობიის გაღვივების შემდეგ, ოპოზიცია რუსეთთან ექსპორტის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება შეიცვალა ტრამპთან მიმართებითაც – თუ აქამდე ამერიკის სირცხვილი იყო ქართული ოპოზიციისთვის, დღეს მას დემოკრატიის დამცველს უწოდებენ.
„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.
ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ.
ახლა კი აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო… ტრამპი პუტინის პროექტად მონათლეს, კლოუნს, ამერიკის სირცხვილს უწოდებდნენ და ახლა დემოკრატიის დამცველიაო…
საკუთარ მამიდებს გამოდებენ პანელზე, ოღონდ რაიმე სარგებელი ნახონ.
ამ, უპრინციპო მანქურთებისგან უნდა გაიწმინდოს საზოგადოება!“- წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში